ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მობილურით ესაუბრა "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას. ამის შესახებ თავად გერმანელმა განაცხადა:
"ახლახანს ვესაუბრე პეპ გვარდიოლას. შემდეგი სეზონისთვის ერთმანეთს "ერთი ადგილით" დასმას დავპირდით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახოთ რა გამოგვივა.
ჩვენი ფიზიოთერაპევტი ლი ნოუბსი სეზონის დასაწყისში "მანჩესტერ სიტიში" მუშაობდა, თუმცა მერე ჩემპიონთა ლიგის მოგება მოუნდა...კარგით, ვხუმრობ რა თქმა უნდა"- განაცხადა იურგენ კლოპმა 101 Great Goals -თან საუბარში.
შეგახსენებთ, "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება მე-6-დ მოახერხა, ხოლო იურგენ კლოპისთვის ეს პირველი ევროპული
ტიტული იყო. მერსისაიდელებმა მოჰამედ სალაჰისა და დივოკ ორიგის გატანილი გოლებით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.