მიშელ პლატინი: პუიოლი რომ ჰყოლოდა, "ბარსელონა" "ლივერპულთან" 0:4-ით არ დამარცხდებოდა

AutoSharing Option
უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის აზრით, კარლეს პუიოლთან ერთად "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" არ დამარცხდებოდა.

"დარწმუნებული ვარ, პუიოლი "ბარსელონაში" რომ ყოფილიყო, "ლივერპულთან" 0:4-ს არ წააგებდნენ. ამ გუნდს ახლა ასეთი ფეხბურთელი აკლია, რომელიც თანაგუნდელებს მოშვების უფლებას არ მისცემდა.

შესანიშნავი მცველი იყო. ჰკითხეთ რონალდოს და სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებს, რომელთაც მის წინააღმდეგ უთამაშიათ.

ის "ბარსას" აღზრდილი იყო და გუნდის სულს გრძნობდა, ისევე, როგორც ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი "მილანში", მარკო ტარდელი და ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში", - ციტირებს პლატინის "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მართლა უძლიერესი მცველი იყო!!! ოჰ, ძველი გვარდია ყავდეს მესის? ჩ.ლ-გის თასსაც ასწევდა და მეტსაც. ერთი კაცი რამდენს გასწვდეს. მესი მენანება ყველაზე ძალიან!
2
იდეალური კაპიტანი იყო!! როგორც ფეხბურთლი ხო მაგარი, ასევე როგორც პიროვნება რომელიც ღირსეულად იქცეოდა მოედანზე. ნამდვილი ლიდერი.
zaza
09:07 04-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული