ემანუელ მაკრონი ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე: ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბის ფინანსური მოგების გამო ჩვენი ფეხბურთი არ უნდა ვაზარალოთ

AutoSharing Option
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ნოელ ლე გრეს დაუჭირა მხარი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის რეფორმირების წინააღმდეგ გამოდის.

"მე სრულიად ვუჭერ ლე გრეს მხარს უეფას მიერ შემოთავაზებული რეფორმების პროტესტში. ჩვენ ჩვენი კლუბები და მოდელი უნდა დავიცვათ. ვფიქრობ, ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბის ფინანსური მოგების გამო ჩვენი ფეხბურთი არ უნდა ვაზარალოთ.

ხშირად იტყობინებიან, რომ უკანასკნელ წლებში ფეხბურთში დიდი ფულია, განსაკუთრებით, მამაკაცთა ფეხბურთში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ბევრი კლუბი დავიცავით დ ვიცით, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი.

ეს რეფორმა უარესობისკენაა მიმართული. ყველა კლუბის პრეზიდენტები მინდა
დავარწმუნო, რომლებიც როგორც ვიცი, შეშფოთებულნი არიან, რომ ამას განვიცდი და ამას აუცილებლად ვეტყვი ფიფასა და უეფას პრეზიდენტებს", - ციტირებს მაკრონს European Leagues-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული