ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: ზაგრების "დინამო" ცალი ფეხით ჯგუფშია, "ოლიმპიაკოსი" - ორივეთი [VIDEO]

AutoSharing Option
21 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის დარჩენილი პირველი სამი მატჩი გაიმართა:

ზაგრების "დინამომ" "საბურთალოსა" და "ფერენცვაროშის" ძლევის შემდეგ, სახლში "რუსენბორგსაც" მოუგო (2:0) და ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ზაგრები. "მაკსიმირი". 23 859 მაყურებელი
დინამო (ზ) - რუსენბორგი 2:0
გოლები: პეტკოვიჩი (8, პენ), 2:0 ორსიჩი (28)


შვეიცარიაში "იანგ ბოიზისა" და ცრვენა ზვეზდას" შეხვედრაში საბრძოლო ფრე (2:2) დაფიქსირდა და ყველაფერი ბელგრადში გაირკვევა.

ბერნი. "ვანკდორფი". 26 375 მაყურებელი
იანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდა 2:2
გოლები:
1:0 ასალე (7), 1:1 დეგენეკი (18), 1:2 გარსია (46), 2:2 ოარო (76)


"ოლიმპიაკოსმა" "კრასნოდართან" განმეორებითი შეხვედრის წინ ოთხბურთიანი ფორა მოიპოვა (4:0) და სასწაული უნდა მოხდეს, რუსული გუნდის ბარიერი რომ ვერ გადალახოს.

პირეოსი. "კარაისკასი". 29 132 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - კრასნოდარი 4:0
გოლები: 1:0 გერერო (30), 2:0 რანჯელოვიჩი (78), 3:0 რანჯელოვიჩი (85), 4:0 პოდენსე (49)


განმეორებითი შეხვედრები 27 და 28 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კრასნოდარის მიერ 2004 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელის პორტოს ორი მატჩის ჯამში სენსაციური გამოგდების შემდეგ, უშანსოდ აგებს პირეოსის ოლიმპიაკოსთან 0-4 :) მოდი და ნუ იფიქრებ დღეს კაცი საფეხბურთო მაფიის არსებობაზე!!!

სასწაულები ჯერ კიდევ ხდება,თუ გავიხსენებთ შარშან ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ბარსელონასა და ლივერპულს შორის და საერთოდ ამ გათამაშების ყველა პლეი-ოფის მატჩს: მსოფლიოში საუკეთესო გუნდმა სადაც თამაშობს მესი,ასევე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი-მოიგო პირველი შეხვედრა შინ დიდი ანგარიშით 3-0 ერთი კვირის შემდეგ კი სტუმრად ლივერპულთან უფრო დიდი სხვაობით,თანაც მშრალი ანგარიშით 0-4 წააგო:))) სრული აბსურდია.მესი ჰგავდა სოფლის გუნდის ფეხბურთელს,როგორც მთლიანად ბარსელონა!!!

ვიღაც იტყვის,”ლივერპულმა 2016 წელსაც ხომ დაამარცხა ბარსელონა 4-0 ” ფული ჯოჯოხეთს ანათებს ”ინგლისურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს,გარდა ამისა თავად ბრიტანელებმა გამოიგონეს ეს თამაში და ...!!!
გიოშა
10:45 22-08-2019
10
სირცხვილია უბრალოდ მაგ დონეზე თამაშს რომ ჩაწყობილს უწოდებ.. გამოვა, გაიტანს ჯერარდი და მილანს შემოუტრიალებენ თამაშს და გამოხტება მერე ვიღაც უვიცი და იტყვის ჩაწყობილიაო ;დდ ან რა გაგიკვირდათ საბურთალოს წაგება და გამოვარდნა, პირველი თამაშის მერე ვიცოდი რომ წააგებდნენ მეორე თამაშს. ჩაწყობილი ყოფილა თურმე ;დ რატომღაც არ ჩანს უეფას რაპორტი და რახდება??? :)))) ყველა პროფესორია და ყველამ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში ;დ
ზუზუ
12:23 22-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული