"იანგ ბოიზთან" მატჩის წინ "ცრვენა ზვეზდას" გულშემატკივრებმა სტადიონთან ტანკი მიიყვანეს

AutoSharing Option
"იანგ ბოიზთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის წინ "ცრვენა ზვეზდას" გულშემატკივრებმა სტადიონთან საბჭოთა ტანკი T-55 მიიყვანეს.

ინციდენტის ადგილას პოლიცია მივიდა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა, რადგან ტანკს საბრძოლო მასალები არ აქვს და სამხედრო ტექნიკას არ წარმოადგენს.

ტანკზე კლუბის ემბლემაა გამოსახული და ულტრასების გაერთიანების სახელი აწერია - "ჩრდილოეთის არმია".

ტანკი გულშემატკივრებს ერთი კომპანიის მფლობელმა აჩუქა, რომელმაც შეიარაღებული ძალებისგან შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
და ცრვენა ზვესდას ფეხბურთელებმა ასეთ წნეხს როგორ გაუძლეს? (შეკითვა საბურთალოს)
მწარე
01:27 28-08-2019
2
ტანკი საბურთალოსაც რომ ჰყოლოდა, არარატსაც მოუგებდა და ვიტ ჯორჯიასაც!!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული