"ცრვენა ზვეზდას" ფეხბურთელები ჯავშანტრანსპორტიორით დასეირნობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ცრვენა ზვეზდას" გულშემატკივრებს ფეხბურთელებმაც აუბეს მხარი და "იანგ ბოიზთან" სასურველი ფრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ჯავშანტრანსპორტიორზე შემოსკუპებითა და სეირნობით აღნიშნეს.

გუშინ, 27 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ტანკი იყო, რომელიც კლუბის ულტრასმა გულშემატკივრებმა სტადიონთან მიიყვანეს, საღამოს კი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ ეპიცენტრში. საბრძოლო ტექნიკაზე შემომსხდრები ცეკვავდნენ და გამარჯვებას ასე აღნიშნავდნენ.

სიტუაციით პოლიციაც დაინტერესდა, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ განაცხადეს, რომ აღნიშნული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

"ცრვენა ზვეზდამ" ორი მატჩის ჯამში (2:2, 1:1) ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან შვეიცარიული "იანგ
ბოიზი" გამოთიშა და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული