"ბარსელონასთან" ნახევარფინალური მატჩისას ჰოლანდიელმა 34.5 კმ/სთ განავითარა.
მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ლეროი სანეა (34.4 კმ/სთ, "ჰოფენჰაიმთან"), ხოლო მესამეზე - მისი თანაგუნდელი, მცველი კაილ უოკერი (34.2 კმ/სთ, "ტოტენჰემთან").
ვან დეიკი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მცველად მიიჩნიეს, ხოლო უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.