თომას ტუხელი: მბაპე "გალათასარაისთან" 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა

AutoSharing Option
"გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის წინ პსჟ-ის მწვრთნელმა თომას ტუხელმა ისაუბრა.

"გალათასარაის" სტადიონზე ყოველთვის არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. ხვალ ნამდვილი გამოწვევა გველის. ასეთი ზეწოლისას თამაში ადვილი არაა. იმედია, გავუძლებთ, თუმცა ვიცით, ადვილი შეხვედრა არ იქნება.

მბაპე? მის თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. ის ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა. კილიანს, იკარდის და ჩუპო-მოტინგს დაველაპარაკები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ", - განუცხადა ტუხელმა "ეკიპს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგაზე გვადარდე თუ კილიანი არ ითამაშებს.
???????????
22:49 11-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული