
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, არაა გამორიცხული, პსჟ-ის მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დანიშნონ.
ლიგა 1-ის სტარზე 2 წაგების შემდეგ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელ თომას ტუხელის გადაყენებაზე დაფიქრდა და მის შემცვლელად ალეგრის მოიაზრებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეგრის სამსახურით "მანჩესტერია" დაინტერესებული.
ალეგრი 2014-2019 წლებში ედგა "იუვენტუსს" სათავეში, ზაფხულში კი მაურიციო სარიმ შეცვალა.
ალეგრი 2014-2019 წლებში ედგა "იუვენტუსს" სათავეში, ზაფხულში კი მაურიციო სარიმ შეცვალა.
თომას ტუხელი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არ მკითხოთ, თორემ ავდგები და წავალ
მასიმილიანო ალეგრი: ისეთ გუნდს გიტოვებთ, მომავალ წელსაც ჩემპიონი რომ გახდება