მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის თამაში ლონდონის "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის დღის მომენტად დაასახელეს.
პოლონელმა თავდამსხმელმა იან ვერტონგენს ქუსლით ბურთი თავზე გადაუგდო.
"ბაიერნმა" სტუმრად "ტოტენჰემი" 7:2 დაამარცხა, ხოლო ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა.