![](https://sportall.ge/pictures/image31/5712ebd2cfd75add7cf6af3d3880a452.jpg)
თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე დუბლით "ბარსელონას" "ინტერთან" გამარჯვება (2:1) მოუპოვა, ნამატჩევს კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"უშუალო კონკურენტთან სამი ქულა ავიღეთ.
პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები შესვენების შემდეგ გამოვასწორეთ. ვალვერდემ გვითხრა, პრესინგისას უფრო აკურატულად გვემოქმედა. სადღაც კარგად გამოგვივიდა, სადღაც - არა. სწორედ შეცდომების გამოსასწორებლად გვყავს მწვრთნელი.
გუნდმა საკმაო მოთმინება გამოიჩინა. ეს გამარჯვებაში დაგვეხმარა", - ციტირებს სუარესს El Chiringuito TV "ტვიტერით".