"ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი "ნაპოლის" კარში გატანილი გოლით გახდა ყველაზე მეტი გოლის ავტორი თინეიჯერი ჩემპიონთა ლიგაში.
ახალგაზრდა ნორვეგიელი შტორმივით მოევლინა ევროპულ კლუბებს წლევანდელ სეზონში და ჩემპიონთა ლიგაში უკვე 7 გოლი მოუგროვდა. ბოლო სწორედ 5 ნოემბერს იყო, როცა მე-11 წუთზე "სან პაოლოს" პუბლიკა პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით დაამწუხრა.
7 გოლით ჰოლანმა რაულსა და მბაპეს გაასწრო, რომლებმაც თინეიჯერობის ასაკში თავიანთი გუნდების შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაში 6-6 გოლი გაიტანეს.
ჰოლანი ისტორიაში მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ 4-ვე შეხვედრაში გაიტანა გოლი. აქამდე
იგივე შედეგი ზე კარლოსს, დელ პიეროსა და დიეგო კოშტას ჰქონდათ. თუმცა, თავისი 7 გოლით, ის ყველა დანარჩენს მინიმუმ 2 გოლით უსწრებს.
ჰოლანი ავსტრიის ჩემპიონატშიც მშვენივრად გამოდის და 13 ტურის შემდეგ 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.