პსჟ-სთან მატჩში ედენ აზარმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩის 66-ე წუთზე "რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მოედანი კოჭლობით, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. აზარის ტრავმაზე "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.

"ეს უბრალოდ დაჟეჟილობა კი არაა, ფეხი ნაღრძობი აქვს", - განუცხადა ზიდანმა "მარკას".

როგორც იუწყებიან, აზარმა იმ კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც 2017 წელს ოპერაციის გაკეთება მოუწია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული