ჩემპიონთა ლიგა. V ტური: პსჟ-ისა და "ტოტენჰემის" ქამბექი, ლევანდოვსკის პოკერი, მოურინიოს შთამბეჭდავი რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები ჩატარდა.

A ჯგუფი
"რეალსა" და პსჟ-ს მოპოვებული ჰქონდათ პლეი-ოფის საგზური და ოდენ ის უნდა გაერკვიათ, რომელი დაიკავებდა პირველ და რომელი მეორე ადგილს. პარიზულმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო, გასვლაზე "ბლანკოსს" 0:2-დან 4 წუთში თამაში შემოუტრიალა, ფრეს 2:2-ს მიაღწია და პირველი ადგილი დაიბევა.

მსაჯმა 42-ე წუთზე "რეალის" კარში პენალტი დანიშნა, მეკარე კურტუას კი წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გააუქმა.

პსჟ-მა მიმდინარე ტურნირზე პირველი, შემდეგ კი მეორე გოლი გაუშვა.

"რეალის"
თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩის ჩამტარებელი მეორე ფრანგია - აქამდე 100-ჯერ პატრის ევრამ ითამაშა.

"სამეფო გუნდის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა 66-ე წუთზე ტრავმა მიიღო და გარეთ ბეილმა შეცვალა.


მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"
რეალი - პსჟ 2:2
გოლები: 1:0 ბენზემა (17), 2:0 ბენზემა (79), 2:1 მბაპე (81), 2:2 სარაბია (83)


B ჯგუფი
"ბაიერნი" წინა ტურში გავიდა შემდეგ ეტაპზე, ახლა კი სტუმრად "ცრვენა ზვეზდა" 6:0 გაანადგურა.

თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ პოკერი შეასრულა (ეს ტურნირზე ყველაზე სწრაფი პოკერია - 14 წუთი და 31 წამი). ის 46 გოლით ტურნირზე "ბაიერნის" ბომბარდირი გახდა, მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 30 შეხვედრაში 33 გოლია.

პოლონელი ფორვარდი 10 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირია.

"ბაიერნმა" მწვრთნელ ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ 4 მატჩი საერთო ანგარიშით 16:0 მოიგო.

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
ცრვენა ზვეზდა - ბაიერნი 0:6
გოლები: 0:1 გორეცკა (14), 0:2 ლევანდოვსკი (53, პენ), 0:3 ლევანდოვსკი (60), 0:4 ლევანდოვსკი (64), 0:5 ლევანდოვსკი (67), 0:6 ტოლისო (89)


"ტოტენჰემმა" სახლში "ოლიმპიაკოსს" 0:2-დან შემოუტრიალა თამაში, 4:2 დაამარცხა და პლეი-ოფს უწია.

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, მესამე ინგლისურმა გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. ის პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით პლეი-ოფში 6 სხვადასხვა გუნდი გავიდა, რაც რეკორდია.

ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და ამ სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური"
ტოტენჰემი - ოლიმპიაკოსი 4:2
გოლები: 0:1 ელ-არაბი (6), 0:2 სემედო (19), 1:2 დელე ალი (45+1), 2:2 კეინი (50), 3:2 ორიე (73), 4:2 კეინი (77)


C ჯგუფი
"ატალანტამ" 2:0 მოუგო ზაგრების "დინამოს", თუმცა 4 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა.

მილანი. "სან სირო"
ატალანტა - დინამო (ზ) 2:0
გოლები: 1:0 მურიელი (27, პენ), 2:0 გომესი (47)


"მანჩესტერ სიტის" პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც აძლევდა ხელს და "შახტარს" დაუზავდა - 1:1.

"მეშახტეთა" მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - შახტარი 1:1
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (56), 1:1 სოლომონი (69)



D ჯგუფი
"იუვენტუსმა" გასულ ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, "ატლეტიკოს" კი 1:0 სძლია და პირველ ადგილში ვეღარავინ შეეცილება.

"იუვეს" თავდამსხმელმა რონალდომ ტურნირზე 175-ე მატჩი ჩაატარა და იკერ კასილიასის რეკორდამდე 13 შეხვედრა უკლია.

დიბალამ "იუვენტუსში" საჯარიმოდან მე-10 გოლი გაიტანა - პირველი 2018 წლის შემდეგ.

"იუვენტუსმა" ჯგუფური ეტაპის სამივე საშინაო მატჩი უკანასკნელ 14 წელიწადში პირველად მოიგო.

მხოლოდ მაურიციო სარის "იუვენტუსი" არ დამარცხებულა ტოპ 5-ის გუნდებიდან ამ სეზონში ყველა ტურნირზე - 15 მოგება და 3 ფრე.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ატლეტიკო 1:0
გოლი: დიბალა (45+2)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული