ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ბარსელონამ" "დორტმუნდს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
კატალონიელთა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გოლიც გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
მესიმ გულშემატკივარს თავი "ჩაყვინთვითაც" დაამახსოვრა. შეხვედრის 51-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, ის მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, თუმცა არბიტრმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.