ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა პსჟ-ის მცველ ტომა მენესთან ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო. მოგვიანებით მენემ აზარს ბოდიში მოუხადა.
"ძალიან ვწუხვარ. მინდოდა მატჩის დასრულებისთანავე დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. შემდეგ მისი თანაგუნდელები ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ ფეხი ძალიან სტკიოდა.
სერიოზულია თუ არა ტრავმა? იმედია, სერიოზული არ არის. მისი ტრავმირება ჩემი მიზანი არ იყო", - განუცხადა მენემ Derniere Heure-ს.
როგორც გაირკვა, აზარს კოჭ-წვივი აქვს დაჟეჟილი და 10 დღე იუქმებს.