El Chiringuito იუწყება, რომ ედენ აზარის ტრავმა სერიოზული არაა და ის მოედანზე 10 დღეში შეძლებს დაბრუნებას.
როგორც იცით, ბელგიელმა ფეხბურთელმა დაზიანება პსჟ-სთან მატჩის 66-ე წუთზე მიიღო, რის გამოც შეცვალეს და მან მოედანი კოჭლობით დატოვა.
პირველადი ინფორმაციით, მან მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა El Chiringuito საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ბელგიელს ერთ კვირაზე ოდნავ მეტი მოუწევს უქმობა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და პსჟ-ს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.
ედენ აზარი: "რეალში" რონალდოსავით შედეგიანი ვერ ვიქნები
ედენ აზარი: ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი არის...