ვინაიდან და რადგანაც "ბარსელონამ" ვადამდე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი, მისმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რიგი წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.
მან ბოლო ტურში მილანში "ინტერთან" სათამაშოდ არ წაიყვანა ლიონელ მესი და ჟერარდ პიკე.
"ინტერისა" და "ბარსელონას" მატჩი 10 დეკემბერს "სან სიროს" სტადიონზე გაიმართება, პარალელურად კი, ამავე ჯგუფში "დორტმუნდისა" და "სლავიას" შეხვედრა ჩატარდება.