ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩები E ჯგუფში გაიმართა.

"ლივერპული" კატასტროფის წინაშე იყო, "ზალცბურგთან" წაგების შემთხვევაში ტურნირს გამოეთიშებოდა, მაგრამ იმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

აკი თქვა "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა, საუკეთესოდ ვითამაშებთო. მასპინძლებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა, შესვენების შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა.

"ლივერპულმა" 2008 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ორი საგარეო გამარჯვება.

"ზალცბურგის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველად ვერ გაიტანა - მის ანგარიშზე 8 გოლია.


ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 კეიტა (57), 0:2 სალაჰი (58)


"ნაპოლიმ" უპრობლემოდ სძლია "გენკს" და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

სტუმართა გუნდის კარს 17 წლის მარტენ ვანდერვორდტი იცავდა, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერია, არკადიუშ მილიკმა პირველ ტაიმში სამჯერ დაამწუხრა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. მან შესვენებამდე ბურთი 4-ჯერ დაარტყა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.


ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - გენკი 4:0
გოლები: 1:0 მილიკი (3), 2:0 მილიკი (26), 3:0 მილიკი (38, პენ), 4:0 მერტენსი (75, პენ)


"ზალცბურგი" ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, "გენკი" კი მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა ევროტურნირებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მაყუთი მოხსნა ტოტალიზატორმა. ხო ხო ხო ხოოოო!!! ამას ქვია პროცესის შედგენა, შეგვისრულეს ყველას და თან, ვითომც და სამკვდრო საციცოცხლო ბრძოლები იყო, ვინც უნდოდათ გაიყვანეს.
ამას ჰქვია ვისაც გაუმარჯოს მოვიდააა!!!
კ ო მ ბ ლ ე
04:56 11-12-2019
5
რა კატასტროფის წინაშე იყო და გადარჩა? არ ვარ ლივერპულის გულშემატკივარი, მაგრამ ასეთ ძლიერ გუნდს ჰქონდა ჯგუფიდან გასვლის 80%-იანი შანსი - თამაში არ უნდა წაეგო და პირიქით, სრულიად ლოგიკურად მოიგო! ისეთი ფონი შექმენით, თითქოს ლივერპული სასწაულს უნდა ეხსნა . სასწაული ჯგუფიდან ზალცბურგის გასვლა უფრო იქნებოდა
????
00:59 11-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული