"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაშიც კი გადააყენებდნენ "ნაპოლის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის.

ნეაპოლურმა გუნდმა "გენკი" 4:0 გაანადგურა, პლეი-ოფში გააღწია და ნამატჩევს ანჩელოტიმ თქვა, რომ თავისით არასოდეს არ გადამდგარა და ამას ამჯერადაც არ გააკეთებდა. თუმცა, მაინც დაითხოვეს სამუშაოდან.

ამის შესახებ "ნაპოლიმ" კლუბის "ტვიტერით" გვაუწყა.

"ნაპოლიმ" კარლო ანჩელოტისთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტა. კლუბს, ანჩელოტისა და პრეზიდენტ აურელიო ლაურენტისს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ურყევი რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვითომ გატუზო ჯობია კარლიტოს? ვახოთ ვნახოთ გატუზომ სეზონის ბოლომდე თუ გაძლოს.
G.LA
19:48 11-12-2019
0
ანჩელოტის სიძლიერეში ბავშვოაშივე ვერ დავრწმუნდი, იუვენტუსის მწვრთნელი რომ იყო. ტიპს გუნდში ზიდანი და ედგარ დავიდსი ჰყავდა, დელ პიოეროსა და სხვა ფეხბურთელებზე რომ არაფერი ვთქვათ და იტალიას ვერ იგებდა, მუდმივად მეორეზე ამთავრდებდა...

მერე მილანში რომ გადავიდა უკვე სუპერ შემადგენლობა ჰყავდა... კი მაგარია მაგრამ მე მწვრთნელის სიდიადე მაინც ის მგონია ნაკლები ვარსკვლავებით რომ მაგარ მებრძოლ გუნდს ააწყობ ან ტაქტიკურად ძალიან გამართულს... მაგალითად დიეგო სიმეონემ შეძლო ეგ ატლეტიკოში.. თავის დროზე კუპერმა ვალენსიაში. ეხლა კლოპმაც იგივე ქნა. თითქმის საშუალო ფეხბურთელები სუპერვარსკვლავებად აქცია თორემ მანე და ფირმნიო ვინ იყვნენ 3 წლის წინ, ვინ იცოდა...

ნესტას და მალდინის თუ მისცემ დაცვაში, ნახევარზე პირლო-რუი კოშტას და წინ ანდრე შევჩენკოს, შეიძლება ქეცბაიამაც მოიგოს ჩემპიონთა ლიგა
არც ისე წვიმს როგორც ქუხს :)
13:24 11-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული