ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: ფატიმ "ინტერი", "ვალენსიამ" კი "აიაქსი" გააგდო - "ლიონი" მერვედფინალურ მატარებელს შეახტა [VIDEO]

AutoSharing Option
10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა.

ყველა შეხვედრაში დაძაბულობა უკანასკნელ წუთამდე შენარჩუნებული იყო და მერვედფინალში "ბარსელონა", დორტმუნდის "ბორუსია", "ლაიპციგი", "ლიონი", "ვალენსია" და ლონდონის "ჩელსი" იასპარეზებენ.

F ჯგუფი
"ბარსელონას" ვადამდე ჰქონდა განაღდებული პლეი-ოფის საგზური, სტუმრად "ინტერს" დუბლებით ეთამაშა, არასრულწლოვანი ფატის გოლით 2:1 დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა.

ფატი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 86-ეზე გოლი გაიტანა. მან პერესი შეცვალა, რომელმაც ტურნირზე სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი.

ფატი ტურნირზე გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - 17 წლის და 40
დღის.

მილანი. "სან სირო"
ინტერი - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 პერესი (23), 1:1 ლუკაკუ (44), 1:2 ფატი (86)


"დორტმუნდმა" სახლში 2:1 სძლია "სლავიას" და მეორე ადგილი დაიკავა.

"დორტმუნდის" ნახევარმცველმა სანჩომ მიჯრით მეხუთე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი - ბოლოს მან უგოლოდ მოედანი 9 ნოემბერს დატოვა.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - სლავია 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (10), 1:1 სოუჩეკი (43), 2:1 ბრანდტი (61)
გაძევება: ვაიგლი (77, დორტმუნდი)


G ჯგუფი
"ბენფიკამ" 3:0 კი დაამარცხა "ზენიტი", მაგრამ მესამე ადგილზე გავიდა, პეტერბურგული გუნდი კი უკანასკნელ პოზიციაზე დარჩა. რუსულმა გუნდებმა ამ სეზონშიც ბოლო ადგილი დაიკავეს.

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ზენიტი 3:0
გოლები: 1:0 ჩერვი (47), 2:0 პიცი (58, პენ), 3:0 აზმუნი (79, საკ. კარში)
გაძევება: დუგლას სანტოსი (56, ზენიტი)

"ლიონმა" 0:2-დან შემოუტრიალა თამაში "ლაიპციგს", ფრეს - 2:2-ს მიაღწია და 1/8-ფინალს უწია.

ლიონი. "გრუაპამა"
ლიონი - ლაიპციგი 2:2
გოლები: 0:1 ფორსბერგი (9, პენ), 0:2 ვერნერი (33, პენ), 1:2 აუარი (50), 2:2 დეპაი (82)

H ჯგუფი
"აიაქსი" "ვალენსიასთან" საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 0:1 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო "ღამურები" ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - ვალენსია 0:1
გოლი: როდრიგო (24)
გაძევება: პაულისტა (90+3, ვალენსია)


"ჩელსიმ" აუტსაიდერ "ლილს" 2:1 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - ლილი  2:1
გოლები: 1:0 აბრაჰამი (19), 2:0 ასპილიკუეტა (35), 2:1 რემი (78)


მკითხველის კომენტარები / 12 /
ბარსელონას მხოლოდ ერთი გოლის ჩვენებით რომ დადეთ მატჩის მიმოხილვა,ეს რა უბედურება იყო კიდევ?
artanuj
11 დეკემბერი 2019 16:06
0
ბარსას ფეხბურთელებო ოღონდ ეს ყვითელი ფორმები მოიცილეთ და მერე მე ვკისრულობ კარგ მაღარიჩს.
koka
11 დეკემბერი 2019 15:33
1
ჩვენ რა გვეშველება,თორემ ,,ზენიტი" ჯგუფურში მაინც გადადის ხოლმე, აი ,,საბურთალომ", რომ გაყიდა თამაში (თან ვისთან) ეს ხომ უფრო სამარცხვინო და უსინდისობაა, რატომ უვლით ვერდს ამ ფაქტს, აკი უნდა გამოგვეძია??
ზურა
11 დეკემბერი 2019 14:04
1
ლა ვუკო ლა ვქნაო,ლუსეთუმე ვალო და თან ამის უნიჭოდ შენიღბვას ვცდილობო!!!
ზურა-ს
11 დეკემბერი 2019 17:53
1
ზურიკელა, გაქვს მამხილებელი საბუთები რომ საბურთალომ თამაში გაყიდა? თუ გაქვს დადევ,თუ არადა ენას კბილი დააჭირე! მაგარი სულელი ყოფილა ხეჩიკაშვილი რომ შენისთანებს სასამართლოში არ დაათრევს ცილისწამებისათვის!
zura cilismcamebels
11 დეკემბერი 2019 16:10
1
აიაქსის ერთი გოლი დამაკლდა მარტო გუშინდელი ყველა თამაში დავსვი და 13 კუში მიჯდებოდა საკაიფო მაყუთსაც ვიგებდი მთელი დღე არ მეძინა გუშინ
გოგა
11 დეკემბერი 2019 13:07
2
იაიაქსის გულშემატკივარი ვარ ბავშობიდან, და ფეხბურთისთვის არ ჯობდა ულამაზეს სტილში მოღამაშე აიაქსი გასულიყო?!
ილია
11 დეკემბერი 2019 12:40
1
Zalian saechvo dge...totalizatorebis dge iko.es fexburti araa,biznesia,aferistebis biznesi.
gocha
11 დეკემბერი 2019 10:31
4
აიაქსი ძალით ჩატოვეს ჩელსისთან მატჩში (გოლი თამაშგარიდან და ერთ მომენტში პენალტი და 2 გაძევება), აქ კი ანტიფეხბურთმა გაიმარჯვა. აიაქსსაც ცოტა პრაგმატულობა აკლია, დანარჩენი სუპერ სასიამოვნოა მათი თამაშის ყურება და ევროპალიგასაც მიეცემა რაღაც პოზიტივი ამით.
???
11 დეკემბერი 2019 08:31
1
არ იყო ეგ თამაშგარე და ნუ იგონებ რაღაცეებს, ათასჯერ გადაამოწმეს და აჩვენეს კიდევაც სწორი რაკურსით. და ეგ ორი გაძევება წესების მიხედვით სრულიად სამართლიანი იყო, სხვა საკითხია რომ მსაჯს შეეძლო დანდობა. არავინ ჩაუტოვებიათ ძალით, საკუთარი თავი ჩაიტოვა აიაქსმა.
rick
11 დეკემბერი 2019 12:46
3
ვაააა! აიაქსი შემეცოდა, აიაქსი და მისტერ ყარამანა.
კ ო მ ბ ლ ე
11 დეკემბერი 2019 04:52
1
ყარამანა თუ ვატიკანა
შაკო
11 დეკემბერი 2019 10:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული