
ჩემპიონთა ლიგაზე "ზენიტი" ლისაბონში 0:3 დამარცხდა "ბენფიკასთან", ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა. პეტერბურგული გუნდისა და რუსეთის ნაკრების ლიდერმა არტიომ ძიუბამ განვლილი შეხვედრა მოკლედ და კონკრეტულად შეაფასა.
"მხოლოდ ერთი სიტყვა, ჩავისვარეთ", - განუცხადა ძიუბამ championat-ის ჟურნალისტ ანატოლი რომანოვს.
ჯგუფში აგრეთვე ბოლო ადგილზე გავიდა მოსკოვის "ლოკომოტივი". რუსულმა კლუბებმა ზედიზედ მეორე სეზონში დაიკავეს ბოლო ადგილი და ოთხი წელია ვერ გადიან პლეი-ოფში.