10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა.
ყველა შეხვედრაში დაძაბულობა უკანასკნელ წუთამდე შენარჩუნებული იყო და მერვედფინალში "ბარსელონა", დორტმუნდის "ბორუსია", "ლაიპციგი", "ლიონი", "ვალენსია" და ლონდონის "ჩელსი" იასპარეზებენ.
F ჯგუფი
"ბარსელონას" ვადამდე ჰქონდა განაღდებული პლეი-ოფის საგზური, სტუმრად "ინტერს" დუბლებით ეთამაშა, არასრულწლოვანი ფატის გოლით 2:1 დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა.
ფატი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 86-ეზე გოლი გაიტანა. მან პერესი შეცვალა, რომელმაც ტურნირზე სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი.
ფატი ტურნირზე გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - 17 წლის და 40
დღის.
მილანი. "სან სირო"
ინტერი - ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 პერესი (23), 1:1 ლუკაკუ (44), 1:2 ფატი (86)
"დორტმუნდმა" სახლში 2:1 სძლია "სლავიას" და მეორე ადგილი დაიკავა.
"დორტმუნდის" ნახევარმცველმა სანჩომ მიჯრით მეხუთე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი - ბოლოს მან უგოლოდ მოედანი 9 ნოემბერს დატოვა.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - სლავია 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (10), 1:1 სოუჩეკი (43), 2:1 ბრანდტი (61)
გაძევება: ვაიგლი (77, დორტმუნდი)
G ჯგუფი
"ბენფიკამ" 3:0 კი დაამარცხა "ზენიტი", მაგრამ მესამე ადგილზე გავიდა, პეტერბურგული გუნდი კი უკანასკნელ პოზიციაზე დარჩა. რუსულმა გუნდებმა ამ სეზონშიც ბოლო ადგილი დაიკავეს.
ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - ზენიტი 3:0
გოლები: 1:0 ჩერვი (47), 2:0 პიცი (58, პენ), 3:0 აზმუნი (79, საკ. კარში)
გაძევება: დუგლას სანტოსი (56, ზენიტი)
"ლიონმა" 0:2-დან შემოუტრიალა თამაში "ლაიპციგს", ფრეს - 2:2-ს მიაღწია და 1/8-ფინალს უწია.
ლიონი. "გრუაპამა"
ლიონი - ლაიპციგი 2:2
გოლები: 0:1 ფორსბერგი (9, პენ), 0:2 ვერნერი (33, პენ), 1:2 აუარი (50), 2:2 დეპაი (82)
H ჯგუფი
"აიაქსი" "ვალენსიასთან" საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 0:1 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო "ღამურები" ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - ვალენსია 0:1
გოლი: როდრიგო (24)
გაძევება: პაულისტა (90+3, ვალენსია)
"ჩელსიმ" აუტსაიდერ "ლილს" 2:1 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - ლილი 2:1
გოლები: 1:0 აბრაჰამი (19), 2:0 ასპილიკუეტა (35), 2:1 რემი (78)