"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაშიც კი გადააყენებდნენ "ნაპოლის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის.

ნეაპოლურმა გუნდმა "გენკი" 4:0 გაანადგურა, პლეი-ოფში გააღწია და ნამატჩევს ანჩელოტიმ თქვა, რომ თავისით არასოდეს არ გადამდგარა და ამას ამჯერადაც არ გააკეთებდა. თუმცა, მაინც დაითხოვეს სამუშაოდან.

ამის შესახებ "ნაპოლიმ" კლუბის "ტვიტერით" გვაუწყა.

"ნაპოლიმ" კარლო ანჩელოტისთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტა. კლუბს, ანჩელოტისა და პრეზიდენტ აურელიო ლაურენტისს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ურყევი რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ანჩელოტი გენიაა, ვინც ამას გააგდებს გოიმი
Milan1
08:07 11-12-2019
2
წადი ბიძია სახლში და დაისვენე, რას აკლავ თავს, მაინც არ გიფასებენ ხომ ხედავ...
თენგო
12:16 11-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული