სარი: შეიძლება, რონალდოს მსგავსი ფეხბურთელი არავის ჰყავს, მაგრამ 1/8-ფინალში ბევრი კარგი გუნდია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "ლევერკუზენთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა დიბალას, იგუაინისა და რონალდოს ერთად ხილვა სასტარტო შემადგენლობაში. მთელი მატჩის განმავლობაში ვეძებდი მომენტს, რომ 3-ვე მოედანზე აღმოჩენილიყო. სამივეს სასტარტო შემადგენლობაში დაყენების შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. როცა ვიგრძენი, რომ "ლევერკუზენი" იღლებოდა და ზონებს ხსნიდა დაცვასა და ნახევარდაცვას შორის, სამივე შევუშვით მოედანზე.

ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, როცა ყველაფერს კენჭისყრა წყვეტს. დარჩა 16 გუნდი, ევროპის საუკეთესო გუნდები. ბუნებრივია,
არის 3-4 დიდი კლუბი, რომლებთანაც შეხვედრა პრიორიტეტული არ იქნება. ვნახოთ, თუმცა ვინც უნდა გახდეს ჩვენი მეტოქე,  საუკეთესო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებში უნდა შევხვდეთ მას.

რონალდო უბრალოდ ტოპ-ფეხბურთელია, ეს ნათელი არის. ჩვენ იმ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ, რომელმაც 5 "ოქროს ბურთი" მოიგო. შეუძლებელია ყველა მატჩის მხოლოდ იმიტომ მოგება, რომ შენ რონალდო გყავს. შესაძლოა, ასეთი მოთამაშე სხვა არცერთ გუნდს არ ჰყავს, მაგრამ ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია დარჩენილი ტურნირზე. რონალდოს შეუძლია ჩვენი დახმარება თანაბარ თამაშში, თუმცა ჩვენ უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ მან თავისი მაქსიმუმის ჩვენება შეძლოს", - თქვა "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული