26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში, "ნაპოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს და ნეაპოლში დიდი აჟიოტაჟია.
"ბარსას" ფეხბურთელებსა და დელეგაციის ყველა წევრს თვითმფრინავში გაუზომეს ტემპერატურა. ეს იტალიაში კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეაპოლში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში კორონავირუსის გამო იტალიაში რამდენიმე მატჩი გადაიდო და შეიძლება სერია A-ს მომავალი ტურის შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩატარდეს.
ნეაპოლის სასტუმროში შესვლისას "ბარსას" ტიფოზები დახვდნენ. მათ კატალონიური კლუბის ატრიბუტიკა ეჭირათ და სკანდირებდნენ: "ოლე, ოლე, ოლე, მესი".