ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" ნამატჩევს (1:1) "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა შემდეგი განაცხადა:
"იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა "ნოუ კამპზე" გაიმართება, ეს კარგი შედეგია. პირველ ტაიმში "ნაპოლი" საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს 10 ფეხბურთელით იცავდა თავს. მართლა ვერ შევქმენით მომენტები, თუმცა ვიცოდით, ეს ჩვეულებრივი მოთმინების და მიზანმიმართულების მომენტი იყო.
ბუსკეტსმა მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, ვიდალიც ვერ დაგვეხმარება. პიკეს კოჭ-წვივის ტრავმა აქვს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა სეტიენმა Movistar-ის პირდაპირ ეთერში.