"ლიონის" ნახევარმცველმა ლუკა ტუსარმა ტურინის "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ თავისი ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა.
"ძალიან მოხარული ვარ. დღეს შევძელით ჩვენი გულშემატკივრის გაბედნიერება. გატანილი გოლით კმაყოფილი ვარ. ჩვენ კარგად დავიწყეთ და მწვრთნელის მითითებას ვასრულებდით. ასევე, ჩანაფიქრი შევასრულეთ და მეორე ტაიმში კარი მშრალად შევინახეთ.
გუნდმა შეთანხმებულად ითამაშა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ჩვენ მუდამ ასე უნდა ვითამაშოთ", - თქვა ტუსარმა.