გუშინ, 9 მარტს გაცნობეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა პსჟ-სა და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლიდა.
კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო იმავე ზომებს მიიღებენ კატალონიის "ბარსელონასა" და იტალიური "ნაპოლის" განმეორებით შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, პირველი მატჩი 25 თებერვალს იტალიაში გაიმართა და 1:1 დასრულდა, 18 მარტს კი "კამპ ნოუზე" გუნდები 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის ფარგლებში შეხვდებიან.
"მილანი" კორონავირუსით ინფიცირებულებს 250 ათასი ევროთი დაეხმარება
კორონავირუსის გამო იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერდა