ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ნამატჩევს (3:2) კომენტარი "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა.
"4-5-1 ტაქტიკურ სქემაზე გადასვლას ჩვენთვის კონტრშეტევებზე მომენტების შექმნის საშუალება უნდა მოეცა. ასეც მოხდა. დიეგო კოშტას ლორენტეთი შეცვლა - დაცვითი იყო, თუმცა პირიქით იმოქმედა.
ფეხბურთში მოწინაღმდეგისათვის ცხოვრების გართულება უნდა შეგეძლოს. ვცდილობდით, მაღალი პრესინგით მეტოქისთვის პრობლემა შეგვექმნა.
ეჭვი არ მეპარება, ობლაკი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ის ჩვენთვის იგივეა, რაც მესი "ბარსელონასთვის", რომელიც შედეგს აკეთებს", - ციტირებს სიმეონეს უეფას საიტი.