ჩემპიონთა ლიგას ყველაზე დიდი ფავორიტი დაძაბულ ბრძოლაში გამოეთიშა. "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩის შედეგზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მეორე გოლი გავიტანეთ არა ძირითად, არამედ დამატებით დროში. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ბიჭებით კმაყოფილი ვარ, მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ გოლები, რომლებიც გავუშვით, მათი ახსნა შეუძლებელია. მეორე გოლის შემდეგ გუნდი საგრძნობლად დაიღალა. გაქრა ის სიმსუბუქე, რითაც 90 წუთი ვთამაშობდით", - თქვა კლოპმა BT Sport-თან საუბარში.
შეგახსენებთ, გუშინ, 11 მარტს მადრიდის "ატლეტიკომ" "ლივერპული" 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ
ეტაპზე გავიდა.