"პარი სენ ჟერმენის" გარემარბმა ანხელ დი მარიამ დორტმუნდის "ბორუსიას" კარში ხუან ბერნატის მიერ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს მოწინააღმდეგეების შესახებ მიმართა.
"6 გოლი უნდა გავუტანოთ, შვიდი, რამდენსაც შევძლებთ... შევარცხვინოთ, დავამციროთ ეს ბ...ზი ბავშვები!" - თქვა დი მარიამ.
მართალია, პარიზელებმა 6 გოლი ვერ გაიტანეს, თუმცა "ბორუსიას" მაინც მოუგეს (2:0) და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდნენ.
მატჩის შემდეგ კი პსჟ-ის ფეხბურთელებმა დორტმუნდელთა ფორვარდი ერლინ ჰოლანი დატროლეს (გააშაყირეს). პარიზელი ფეხბურთელები მედიტაციის პოზაში დასხდნენ მინდორზე. სწორედ ამ ფორმით აღნიშნავს გოლებს ახალგაზრდა ნორვეგიელი ფორვარდი.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით