"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი გამოთქვა.
"მე ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ვჩქარობ. წაგების დრო არა მაქვს, ამიტომ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება მინდა.
თუ ორივე ტურნირზე ვიმარჯვებთ, ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ჩემს იალაღზე ძროხებთან გასეირნებაზე ვოცნებობ და მსურს, მათ თასი ვაჩვენო", - გაიხუმრა სეტიენმა As-თან.