ჟოზე მოურინიო: კარიერაში მხოლოდ ერთხელ ვიტირე

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2012 წელს "ბაიერნთან" პენალტების სერიაში წაგებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი გაიხსენა:

"სამწუხაროდ, ფეხბურთი ასეთია. რონალდო, კაკა, სერხიო რამოსი - უდავოდ სამი მონსტრია, მაგრამ მაშინ თერთმეტმეტრიანები ვერ გაიტანეს, ისინიც ადამიანები არიან.

სამწვრთნელო კარიერაში მაშინ პირველად ვიტირე. ეს კარგად მახსოვს. ჩემს სახლთან მანქანაში მე და აიტორ კარანკა ვიჯექით და ვტიროდით. ძალიან მძიმე მომენტი იყო. იმ სეზონში ჩვენ საუკეთესო გუნდი ვიყავით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული