"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც ახლა "ტოტენჰემში" მუშაობს, პრიმერას 2011/12 წლების სეზონი გაიხსენა.
მაშინ მადრიდულმა გუნდმა ჩემპიონატზე ქულების (100) და გოლების (121) რეკორდი დაამხო და ოქროს მედლები მოიპოვა.
"ჩვენ "ბარსელონას" დომინირება დავასრულეთ. ბურთი მეტოქის კარამდე ფეთქებადი, სწრაფი და პირდაპირი გადაცემებით მიგვქონდა. ჩვენი შეტევების შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო", - განაცხადა მოურინიომ.
2011/12 წლების სეზონამდე "ბარსელონამ" ზედიზედ სამჯერ მოიგო ლა ლიგა.
2011/12 წლების სეზონამდე "ბარსელონამ" ზედიზედ სამჯერ მოიგო ლა ლიგა.