"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი ამბობს, რომ მისი გუნდისა და "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.
ოლასის მტკიცებით, შეხვედრა ტურინში მაყურებლების გარეშე ჩატარდება, რაც მისი გუნდისთვის ხელსაყრელია.
ამის შესახებ ინფორმაცია RTL-მა გაავრცელა, მაგრამ არ აკონკრეტებს, საიდან გაიგო ოლასმა მატჩის თარიღი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ საფრანგეთში თამაშები შემოდგომამდე არ გაიმართება და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "ლიონი" და პსჟ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შედარებით, სადაც ჩემპიონატები განახლდება, არათანაბარ პირობებში იქნებიან.
საფრანგეთში ჩატარებულ პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "ლიონმა" "იუვენტუსი" 1:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, ლიგა 1
კორონავირუსის გამო ვადამდე დასრულდა, "ლიონი" მეშვიდე ადგილზე დარჩა და მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს. ამის გამო ოლასმა სასამართლოში იჩივლა.
შეგახსენებთ, ლიგა 1