სასამართლომ "მანჩესტერ სიტის" დისკვალიფიკაციის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციის საქმეზე ვერდიქტი გამოაქვეყნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია მოეხსნა და აქამდე დაკისრებული ჯარიმა 30 მილიონი ევროდან 10 მილიონ ევრომდე შეუმცირდა.

შეგახსენებთ, უეფამ "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგიდან ფინანსური ფეარ-პლეის პრინციპების გამო მოკვეთა. კლუბი სპონსორების კონტრაქტებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს.

მიმდინარე გათამაშებაში "მანჩესტერ სიტიმ" 1/8-ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, გასვლაზე, ანგარიშით 2:1 დაამარცხა მადრიდის "რეალი". საპასუხი შეხვედრა აგვისტოში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქმა უნდა,ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს.ათი კი არა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ასი მილიონი გადაიხადეს იქ სადაც საჭიროა და მორჩა კინო.რა ფეირ ფლაი რის ფაირ ფლეი,ფული,მხოლოდ ფული.
Master
15:12 13-07-2020
4
მარტო სიტი? სადაა პსჟ, რეალი, ბარცელონა და ა.შ? რატომ მაინცდამაინც სიტი? თუ კანონია ყველასთვის იყოს. შეიძლება წელს ყველა არა, ამაგრამ წინა წლებში ხომ დაარღვიეს? ეჰ....
სიმართლე
14:05 13-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული