გადაურჩება "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას? - ვარანი ოპტიმისტობს

AutoSharing Option
"რეალმა" პრიმერა დამაჯერებლად კი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება, რამეთუ "მანჩესტერ სიტისთან" პირველი 1/8-ფინალური მატჩი სახლში 1:2 წააგო. განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს ჩატარდება და კორონავირუსის გამო "ეტიჰადზე" მაყურებლები არ დაიშვებიან, ანუ პეპ გვარდიოლას გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა. მომავალი შეხვედრის შესახებ "ბლანკოსის" მცველმა რაფაელ ვარანმა ისაუბრა.

"თვითდაჯერებულობა მოგვემატა. "რეალს" ყველაფერი შეუძლია. სიტუაციის მიუხედავად, იმედი ყოველთვის რჩება. რთული მატჩი იქნება. მოედანზე მოგების გაათმაგებული სურვილით გავალთ. როდესაც ამ გუნდის მაისურათი თამაშობ, საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებ.

ჩვენს გულშემტკივრებთან ვალდებულება
გვაკავშირებს. შედეგს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ზიდანს შეუძლებლის შესაძლებლად გაკეთების უნიკალური ნიჭი გააჩნია. მისი კარიერა განსაკუთრებულია. ყველასათვის შთაგონების გასაოცარი წყაროა, ფეხბურთელის სული მუდამ მასთანაა.

ზიდანს ძალიან ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ვარჯიშებზე ხშირად გვეხუმრება", - ციტირებს ვარანს "პარიზიენი".

მკითხველის კომენტარები / 14 /
დანიშნავენ ამ შეხვედრის მსაჯად ჩექირს და დამთავრდება ყველაფერი კარგად რეალისათვის.
ოთო
16:43 24-07-2020
4
გვარდიოლა გასრისავს...
დობო
09:39 22-07-2020
9

სიახლეები პოპულარული