ბრიტანეთის მთავრობა დათმობაზე წავიდა: "რეალის" ფეხბურთელები კარანტინში არ იქნებიან

AutoSharing Option
დღეს, 26 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების მოულოდნელი ზრდის გამო, დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთიდან შემომსვლელებისთვის 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა, ეს პირობა კი საფრთხეს უქმნიდდა "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალის ჩატარებას.

უეფას კომისიამ მოლაპარაკებები დაიწყო ბრიტანეთის მთავრობასთან და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია. The Guardian-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგა გამონაკლისი იქნება და "რეალის" ფეხბურთელებს არ მოუწევთ კარანტინში ყოფნა. ფეხბურთელებთან ერთად, გამონაკლისში შედიან გადამღებები და ჟურნალისტები. გამონაკლისის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კულტურის მინისტრმა ოლივერ დოუდენმა.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ
სიტი" მადრიდის "რეალს" 7 აგვისტოს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პერესს პირიქით უფრო აწყობდა. მოუწევდა სიტის ნეიტრალურ მოედანზე თამაში.
ალბათ, ლისაბონში
gatuzo
20:26 26-07-2020
0
ღორს, ყველა და ყველაფერი მის გარშემო,ღორი ჰგონია.
დ.დ.
19:59 26-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული