spiegel.de: "მანჩესტერ სიტიმ" შეიძლება სასამართლოში ითაღლითა

AutoSharing Option
გერმანული "შპიგელის" მტკიცებით, "მანჩესტერ სიტიმ" შეიძლება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ცრუ მტკიცებულებები წარადგინა.

შეგახსენებთ, უეფამ ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევის გამო "სიტი" ევროტურნირებიდან მოკვეთა, მაგრამ მანკუნიანურმა კლუბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიზანს მიაღწია. 13 ივლისს სასამართლომ "სიტი" გაამართლა, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება დართო და 30-მილიონევროიანი ჯარიმა 10 მილიონამდე შეუმცირა.

გამოცემა ირწმუნება, რომ "მანჩესტერ სიტის" მმართველი საბჭოს წევრმა ჯეიმს პირსმა სასამართლოს ცრუ დოკუმენტაცია წარუდგინა.

"მანჩესტერ სიტიმ" "შპიგელის" პუბლიკაციას ცინიკური უწოდა, რომლის მიზანი საქმის ხელახალი მოსმენის დანიშვნაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული