არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის 2 ფავორიტი დაასახელა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ექსდამრიგებელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 2 მთავარი ფავორიტი დაასახელა და განაცხადა, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების საუკეთესო შანსები პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" აქვთ.

"როცა "ატალანტას" ან "ატლეტიკოს" ეთამაშები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩემთვის ლიგის ფავორიტები "მანჩესტერ სიტი" და პსჟ არიან, რადგან მათ ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ვხედავ, რომ პსჟ გაცილებით ძლიერია, ვიდრე 4 წლის წინ იყო. მაშინ კონკურენციაც უფრო დიდი გახლდათ. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ევროპული ფეხბურთის დონე უმაღლეს დონეზეა და ეს გუნდები საუკეთესოთა შორის
შედიან.

არაა საჭირო მიზეზების ძიება, თუ ჯერ რატომ ვერ მოიგო პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგა. "რეალმაც" ვერ გაიმარჯვა ამ შეჯიბრებაზე 10-15 წელი, შემდეგ კი თასი სამჯერ ზედიზედ აღმართა", - განაცხადა ვენგერმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალთან" განმეორებითი მატჩის ჩატარება ელის წინ. პირველი შეხვედრა ბრიტანელებმა გასვლაზე, ანგარიშით 2:1 მოიგეს. პსჟ კი უკვე გასულია 1/4-ფინალში, სადაც იტალიურ "ატალანტას" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
რეალის ჩამოწერა ნაადრევი ხომ არ არის მეგობრებო ამხელა რესურსის მქონე გუნდია და სიტის ბარიერი არამგონია რამე იყოს ორიანი ორიანი დაწერეთ
gio
05 აგვისტო 2020 14:11
0
ისე არამგონია რეალისთვის ძან დიდი მნიშვნელობა ქონდს გასვლას და სახში თამაშს.გამოუცდელი გუნდი ხომარა ფსიქოლოგიური წნეხი ქონდეს გასვლაზე?მე უფრო თააშის წასვლაზე ვფიქრობ შედეგს კონკრეტულ ამ დგეს ვის წაუვა უკეთ და ვის გაუმართლებს. სიძლერით აქ არ გადაწყდება შედეგი.სიტი ფორმაშია რეალი საკუთარ ტურნირზე თამაშობს:)
mosexoneli
05 აგვისტო 2020 07:19
0
21 saukuneshi orjer moxda mxolod rom im gundma moigo liga romelic ar aris ligis gundi. Aserom psj da siti da iuve ise izaven rogorc aqamde shvebodnen.
Milani
03 აგვისტო 2020 22:41
0
Psj izavs imas rasac adre shveboda, cava saxlshi. Chempionta ligis mogebas sxva ramee ubda sxvata shoris is sxxva rame arc sitis aqvs, tumca me momcons siti, tumca ligis mtavari favoriti atletiko mgonia. Tu sitis gagdeba shezlo realma mere damtabrebulia sakitxi isev egeni moigeben, radgab mentaliteti aqvt gamarhvebulis rac magalitad iuves araqvs.
Milani
03 აგვისტო 2020 22:23
0
ბაიერნი რატო გონიათ ფავორიტი ვერ ვიგებ. სიტიზე გაცილებით სუსტი გუნდია ეს ბაიერნი და ამ რეალს არ აღემატება. თუარადა ვნახავთ ყველა. არამგონია იუვენტუსი ნაკლები ფავორიტი არ იყოს ან ატლეტიკო. მარტო სახელებს აღიქვამენ ალბათ ფავორიტებად. ამ ბაიერნს რომ ატლეტიკო ან იუვე შეხვდეს გაბრდღვნიან ორად.
იკა
03 აგვისტო 2020 12:19
15
არა რა ბაიერნი,’ლიონიც ბევრად უფრო მაღალი კლასის გუნდია, ეს ხალხი ფეხბურთს არ უყურებს ან არ ესმით რა არის ფეხბურთი!!!
Musenbezi
03 აგვისტო 2020 16:38
5
მართალი ხარ კობა.
ბარსა
03 აგვისტო 2020 16:31
0
ყველა გამოხმაურება
სიტი არვიცი, მარა იმედი მაქვს პსჟ_ს ვერავინ შეაჩერებს. ერთადერთი მინუსია უთამაშებელია გუნდი, მარა არც სხვები სხლავენ.
123
03 აგვისტო 2020 12:15
8
პსჟ-ე უეჭველი გამოვარდება.
123-ს
03 აგვისტო 2020 16:30
0
ზუსტად ამ ორ გუნდზე ვამბობ მეც,ლიგის დასაწყისიდან.ერთადერთი ამათ კონკურენციას გაუწევს ბაიერნი
1
03 აგვისტო 2020 11:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული