არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის 2 ფავორიტი დაასახელა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ექსდამრიგებელმა არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 2 მთავარი ფავორიტი დაასახელა და განაცხადა, რომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების საუკეთესო შანსები პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" აქვთ.

"როცა "ატალანტას" ან "ატლეტიკოს" ეთამაშები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩემთვის ლიგის ფავორიტები "მანჩესტერ სიტი" და პსჟ არიან, რადგან მათ ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ვხედავ, რომ პსჟ გაცილებით ძლიერია, ვიდრე 4 წლის წინ იყო. მაშინ კონკურენციაც უფრო დიდი გახლდათ. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ევროპული ფეხბურთის დონე უმაღლეს დონეზეა და ეს გუნდები საუკეთესოთა შორის
შედიან.

არაა საჭირო მიზეზების ძიება, თუ ჯერ რატომ ვერ მოიგო პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგა. "რეალმაც" ვერ გაიმარჯვა ამ შეჯიბრებაზე 10-15 წელი, შემდეგ კი თასი სამჯერ ზედიზედ აღმართა", - განაცხადა ვენგერმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" მადრიდის "რეალთან" განმეორებითი მატჩის ჩატარება ელის წინ. პირველი შეხვედრა ბრიტანელებმა გასვლაზე, ანგარიშით 2:1 მოიგეს. პსჟ კი უკვე გასულია 1/4-ფინალში, სადაც იტალიურ "ატალანტას" დაუპირისპირდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზუსტად ამ ორ გუნდზე ვამბობ მეც,ლიგის დასაწყისიდან.ერთადერთი ამათ კონკურენციას გაუწევს ბაიერნი
2
სიტი არვიცი, მარა იმედი მაქვს პსჟ_ს ვერავინ შეაჩერებს. ერთადერთი მინუსია უთამაშებელია გუნდი, მარა არც სხვები სხლავენ.
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული