ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში (3:1) "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის მიერ გატანილი გოლით აღფრთოვანება ვერ დამალა.
"ის უბრალოდ გენიოსია. მთელ მსოფლიოში მხოლოდ მას შეუძლია წაქცევის შემდეგ წამოდგეს, სამი განუმეორებელი მოძრაობა გააკეთოს და გოლი გაიტანოს", - განაცხადა კრაუჩმა BT Sport-ის ეთერში.
"ბარსელონამ" "ნაპოლის" ბარიერი გადალახა და 14 აგვისტოს ლისაბონში მეოთხედფინალში "ბაიერნს" შეხვდება.
მესის ფეხი აქვს შეშუპებული, მაგრამ "ბაიერნთან" ითამაშებს
ლოთარ მატეუსი: “ბაიერნმა” ძალიან ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას, რომ ამ “ბარსელონას” ვერ მოუგოს
პ.ს. ისე რეალი რა მაგარი გუნდია, ბარსას მესის ყოლის პერიოდში 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მადლობა ბართლომეუს ამისთვის ))))