წლის საუკეთესო მატჩის მოლოდინში - დღეს გაირკვევა, მესი ჯობს თუ ლევანდოვსკი

AutoSharing Option
დღეს, 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შეჯიბრების ორი ფავორიტი დაუპირისპირდება ერთმანეთს - "ბაიერნი" და "ბარსელონა" გამარჯვებისთვის გამართავენ ბრძოლას. შეიძლება ითქვას, რომ წელს ფეხბურთში ამ შეხვედრაზე უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი მატჩი არ გამართულა. სასწორზე არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დევს, არამედ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც, მიუხედავად იმისა, გადასცემს თუ არა ფიფა ამ ჯილდოს რომელიმე ფეხბურთელს.

რობერტ ლევანდოვსკი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და სამართლიანად ითვლება საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტად. რაც შეეხება "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის, ლეომ მისთვის "ცუდ სეზონში" ლა ლიგაში 25 გოლი
გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 გოლით გამოიჩინა თავი. ალბათ, სანამ მესი ფეხბურთს ითამაშებს (რონალდოს მსგავსად), მუდმივად ჩაითვლება "ოქროს ბურთის" მოგების უმთავრეს კანდიდატად. ეს მატჩი კი დაგვანახებს, ამ ეტაპზე რომელი ფეხბურთელია უკეთეს ფორმაში.

პლუს, მატჩს წმინდა გერმანული ინტრიგაც ახლავს: ბოლო თვეების განმავლობაში მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ტერ შტეგენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი ის უნდა იყოს. "ბაიერნის" ხელმძღვანელობას კი სხვა აზრი გააჩნდა და ნოიერის სკამზე დასმის შემთხვევაში, ნაკრებში ფეხბურთელების არგაშვებით იმუქრებოდა. შეხვედრას ერთ-ერთ ფონად ნოიერი-ტერ შტეგენის დუელიც გასდევს.

1/8-ფინალურ ეტაპზე "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში (1:1, 3:1) "ნაპოლის" სძლია, "ბაიერნმა" კი იმავე ეტაპზე ლონდონის "ჩელსი" გაასწორა მიწასთან (3:0, 4:1).

სავარაუდო შემადგენლობები


"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, ვიდალი, მესი, სუარესი, რობერტო

გუნდს ვერ დაეხმარება: უმტიტი (მუხლის ტრავმა)

"ბაიერნი": ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი, ტიაგო, გორეცკა, კომანი, მიულერი, გნაბრი, ლევანდოვსკი

გუნდს ვერ დაეხმარება: პავარი (კოჭის ტრავმა)

Reporters' views

ექსპერტების მოსაზრება


გრემ ჰანთერი, "ბარსელონას" რეპორტიორი: "ნაპოლისთან" მოგებული შეხვედრა "ბლაუგრანასთვის" ამ ტურნირზე ზედიზედ 35-ე საშინაო მატჩი გამოდგა, რომელშიც არ დამარცხებულა. და ვისთან წააგო "ბარსამ" ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე, შინ? აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, "ბაიერნთან" 1/4-ფინალური დაპირისპირების განმეორებით თამაშში.

"ბარსელონა" ეთამაშება გუნდს, რომელიც იმავე სტილში თამაშობს, როგორც "იუვე", "პარიზი", "რომა" და "ლივერპული", გუნდები, რომლებთანაც კატალონიელებმა მტკივნეული მარცხი იწვნიეს გასვლით შეხვედრებში. ეს გუნდები არ გამოიჩევიან განსაკუთრებული ტექნიკით, თუმცა ძალიან მტკიცე ხასიათი აქვთ, დინამიკურები და ათლეტურები არიან.

ესპანელებს დიდი გამოცდა ელით: ლიონელ მესის ბრწყინვალე შეტევას მხარი საიმედო დაცვამ უნდა აუბას".


ჯორდან მეისელი, "ბაიერნის" რეპორტიორი: "ბაიერნმა" წინა კვირაში "ჩელსის" განადგურებით აჩვენა, რატომ ითვლება ტურნირის ფავორიტად, თუმცა თასის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ არის.

ფორმის მხრივ, გერმანელებს უპირატესობა აქვთ და თან, მათ ჰყავთ რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა მათი მოწინააღმდგე საშინაო არენაზე ხელცარიელად დარჩენის გამო ზედმეტად შემართულია. და ჰო, მათ მესი ჰყავთ.

კიდევ ერთი მცირე დეტალი: ჩემპიონთა ლიგაზე ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული ყოველთვის იგებდა ტურნირს"...

რას ამბობენ მწვრთნელები


კიკე სეტიენი, "ბარსელონას" მთ. მწვრთნელი: "ბაიერნს" ძალიან ბევრი მხარე აქვს, რომელიც უამრავ თავსატეხს გვიქმნის: ჩვენი მეტოქე სრულყოფილი გუნდია - მათ შეუძლიათ ზეწოლა, შეტევაში უამრავი არჩევანი აქვთ, თავსაც კარგად იცავენ.

თუმცა ჩვენ გვაქვს უნარი, გავუმკლავდეთ მათ პრესინგს, დავიჭიროთ ბურთი და კარგად იციან, თუ პრესინგს გავუმკლავდებით, დიდი დარტყმის მიყენება შეგვიძლია.

არ მიმაჩნია, რომ ამ წყვილში რომელიმე გუნდი ფავორიტია. საქმე ძალიან მარტივადაა, ვინც საკუთარ შანსებს გამოიყენებს, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა".

ჰანს დიტერ ფლიკი, "ბაიერნის" მთ. მწვრთნელი: "მესისა და ლევანდოვსკის შედარება შეუძლებელია. რობერტი მსოფლიო დონის ცენტრფორვარდია. ის გოლების გარანტირებული სიმბოლოა.

ლიონელ მესი კი ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. არ ვიცი, იქნება კი მისი მსგავსი ფეხბურთელი მომავალში?!

დიახ, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ გავაჩეროთ მესი, თუმცა ამის გაჟღერებას არ ვაპირებ. მთავარი ის გახლავთ, რომ მის წინააღმდეგ მთელმა გუნდმა უნდა ითამაშოს. ჩვენ ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და მასზე ზეწოლის მოხდენას შევეცადოთ".


მკითხველის კომენტარები / 23 /
მაგარი სათაურია. თურმე დღეს გამოჩნდება მესი უფრო მაგარია თუ ლევანდოვსკი. ბატონო ავტორო თუ არ იცი შემიძლია მესის და ლევანდოვსკის კარიერის სტატისტიკა და ვიდეოები მოგაწოდო.დ.დ.
baba
15:37 14-08-2020
2
როგორ ადარებთ ერთმანეთს მესის და ლევანდოვსკის კი კარგია ლევანდოვსკი მაგრამ მესის შეადარეთ მაშინ როცა 6 ბურთი და კიდე ბევრი რამ ექნება.ვერცერთი ლევანდოვსკი ვერ მოაგროვებს ამდენ აღიარებას
noირაკლი
17:21 14-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული