სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
მესის ბრალია ყველაფერი ეგ სასიზღარი. კარში რატიმ არ ჩადგა მერე იმ კარიდან რატომ არ გამოვარდა და ლენგლე და პიკე რატომ არ დააზღვია და საერთოდ..მესის ბრალი არა ის არ გინდათ კიდევ. სამი წელია ეს იდიოტი მმართველობა შლის გუნდს და ბარსას ფანიბა ყურს არ იბერტყავს. ხიდა გუშინდელის მერეც თუ არ გააგდეს ბართოლომეუ, ყველაფერი ახია მაგათზე. მესის ბრალი კი ისაა, რომ დროზე უნდა დაეყენებინა საკითხი ან მე ან ბართოლომეუ და თუ ახლაც არ გააკეთა ეგ, მაგაზეც ყველაფერი ახი იქნება.
არტ
15 აგვისტო 2020 12:38
5
არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.

რას პროვოკატორობთ!!! რონალდო რა შუაშია აქ?
არდილეს
15 აგვისტო 2020 09:33
8
ბარსას ფიასკოზეა სტატია და რონალდო რატომ ჩაჩხირეს-თქო? რომ ხალხმა დაჭამოს ერთმანეთი?
არდილეს
15 აგვისტო 2020 13:08
1
8 ბურთი გაუშვეს, მეგობარო, 8 ბურთ!!! მესი კარში ვერ ჩადგებოდა და ვერც დაცვაში ითამაშებდა! ბარსელონა არის სულიერად, მორალურად და ფიზიკურად გამოფიტული, ეს არის სულ!
aburjga
15 აგვისტო 2020 11:27
2
ესეთი ანგარიშები უაზრობაა ფეხბურთში.
მილანო
15 აგვისტო 2020 00:56
36
ბაიერნმა დაიმსახურა მოგება და მოიგო. მაგრამ ეს ყველაფერი ბარსას ადმინსტრაციის ბრალია როცა განათხოვრებული ფეხბურთელი გიტანს ორ გოლს ან და კოუტინიო 120 მილიონად ნაყიდ კაცს რო ანათხოვრებ და ამბობ არ მჭირდებაო ან კიდე რამდენი წარუმატებელი ტრანსფერი მოკლედ სუ დაასუსტეს ბარსელონა ამ სამი წლის განმავლობაში მოკლედ გასაშვებია მთლიანდ და ცვლილებებია საჭირო.
გიგა
20 აგვისტო 2020 18:05
0
ბაიერნი ესეთი გუნდია, თუ წაუვიდა თამაში და იგრძნო ბევრ გოლს იტანს. თუ არადა ბევრ გოლს უშვებს. რომა-ბაიერნი 1-7. ტოტენჰემი-ბაიერნი 2-7 და გუშინდელი. სამაგიეროდ პსჟ-ბაიერნი 3-0. ბაიერნი-რეალი 0-4 და ა.შ. წაუვა თუ არა მაგაზე თამაშობს.
321
15 აგვისტო 2020 16:04
12
ბაიერნს თამაში წაუვიდაო, ეტყობა მაგიდის ჩოგბურთს უყურებდა, მთელი სეზონია დაფრინავს ბაიერნი და თურმე თამაში წაუვიდა. უაზრო კომენტარების წერას სულ. რომ არ დაწეროთ არ ჯობია?
Musenbezi
15 აგვისტო 2020 16:43
1
ამათ ისე მოუვიდათ
ლაშა
15 აგვისტო 2020 12:55
0
ადმინ გაიხედე გარეთ დედაჩემს ხომ ვერ ხედავ?
ზურა
15 აგვისტო 2020 11:35
1
საწყლები...
არა მკითხე მოამბე
15 აგვისტო 2020 11:03
0
Bolo 14 aramgonia, bolo 15 unda ikos
Milani
15 აგვისტო 2020 08:30
0
ეთამაშა მესის გაჩვენებდით ვინ მოიგებდა)
dudu
16 აგვისტო 2020 12:09
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული