პიკე: ეს ფსკერია, მზად ვარ წავიდე

AutoSharing Option
"ბაიერნთან" განადგურების (2:8) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" ნირწამხდარმა მცველმა ჟერარ პიკემ გააკეთა.

"კოშმარული თამაში, საშინელი შეგრძნება, სირცხვილი - ასეთია მომხდარის შესაბამისი შეფასება.

ევროტურნირებზე ასე ასპარეზობა არ შეიძლება და ეს პირველად, მეორედ ან მესამედ არ გვემართება.

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და იმედია, სასარგებლო დასკვნას გამოვიტანთ. საჭიროა რეაქცია, ცვლილებები.

ახლა არ ვლაპარაკობ არც მწვრთნელზე და არც ფეხბურთელებზე, არავისზე არ მინდა მივუთითო, მაგრამ აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებები, რადგან მსგავსი რამ პირველად არ გვემართება.

ხელშეუხებელი არავინაა, თუ ახალი სიხსლი და დინამიკაა საჭირო, მე მზად ვარ წავიდე.
პირველი ვარ, ვინც ამ შემთხვევაში წასასვლელად მზადაა, რადგან ფსკერზე დავეშვით.

რეაგირება გუნდში ყველამ უნდა მოახდინოს და გადაწყვიტოს, როგორი გადაწყვეტილება იქნება გუნდისთვის უკეთესი. ახლა მთავარი ესაა", - დაიჩივლა პიკემ "მარკასთან".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასე დაემარტება ყველა საპარატისტს.გამოეყავიტ ესპანეტს და ეტამაშეთ ესპანიოლს და ჟირონას
bacaca
15 აგვისტო 2020 20:20
8
ერერას ვეთანხმები ზოგჯერ ცოტა შორს უნდა გაიხედო და ლეგანესი და მისნაირები შეიცოდო ესეც დამცირება სამაგალითო
Gio
15 აგვისტო 2020 13:37
4
როდის არის გამოსვენება?
რაულ გონსალეს ბლსნკო
15 აგვისტო 2020 12:45
9
შენ დაგასაფლავა გაბრიელმა.
ზურა ბაბტიტს
15 აგვისტო 2020 15:08
6
ძაან გლახა სანახავი ყოფილა და ვერ გააჩერეს, ეგრევე დაასაფლავეს :):):):):):)
ზურა
15 აგვისტო 2020 13:34
4
მესი დაბერდა და ბარსას მზეც ჩაესვენა
raul777
15 აგვისტო 2020 12:02
5
ამხელა გრანდს რომ მწყემსს (დიახ მწყემსს) (!) ჩააბარებ, სხვას რას უნდა ელოდო. თუმცა სასტავიც დაბერდა. როგორ ვთქვა, მარა ამასთან ვალვერდე ანგელოზი ყოფილაა..
სიმართლე
15 აგვისტო 2020 11:09
4
პიკე არ წახვიდე, შენც გვჭირდები. ან ვარანი გადაიყვანე და დადექით ერთად დაცვის ცენტრში, სეტიენი ტაქტიკას დაგიხაზავთ და უბერეთ :)
ზურა
15 აგვისტო 2020 10:10
8
ბარსა 2:8 ჩავი
Rati
15 აგვისტო 2020 09:58
9
ნამუსი რომ აქვს კაცს ესეც დასაფასებელია.
ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რო ჩასვრიან ყველაფერს და მერე სხვას აბრალებენ
las
15 აგვისტო 2020 09:50
2
თანავუგრძნობ პიკეს.მისი სიტყვები,გულშემატკივარი ადამიანის სიტყვებია.ხოლო ვისაც გული არ შესტკივა,ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ და მგონი კიდევ აქვთ, დარჩენის სურვილი
სოსო
15 აგვისტო 2020 09:40
3
წადი და გაიყოლე დანარჩენებიც
ლევანი ბარსა
15 აგვისტო 2020 09:21
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული