მიულერი: მაგრად ვიხალისეთ - აქ ტურნირის მოსაგებად ვართ

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელი ტომას მიულერი "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნამატჩევს (8:2) სიხარულს ვერ მალავდა.

"ამის ახსნა რთულია. ჩვენი გუნდი არაჩვეულებრივ ფორმაშია. მადლობა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს. თუმცა, ამ პრიზს ჩვენი გუნდიდან 12 თუ 15 ფეხბურთელი იმსახურებდა. იმდენად ინტენსიურად ვთამაშობთ, რომ ჩვენი ძლევა ძნელია.

დღეს მაგრად ვიხალისეთ. ფეხბურთელთა სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. რა თქმა უნდა, "ბარსელონა" განსაკუთრებული გუნდია, ამდენად უფრო აგრესიულად მოქმედება მოგვიწია.

ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ძალები აღვიდგინოთ. ჩვენ აქ ტურნირის მოსაგებად ვართ, - განაცხა
და მიულერმა BT Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჯო 8 გოლი გაგიყარათ და ჩაგიფურთხათ ისტორიაში და კიდე არ უხალისიათ???? :):):):)
ზურა
10:03 15-08-2020
5
თომას მიულერი,გერმანიის ნაკრებში გამოჩენისთანავე გახდა ჩემთვის გამორჩეული ფეხბურთელი და დიდი იმედი მქონდა,რომ ის გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამურად გატანილ გოლებით საუკეთესო,მაგრამ ბოლო წლებში ისეთი შედეგიანობით ვეღარ გამოირჩეოდა.წუხელ კი,ისევ ის,ძველი თომას მიულერი ვიხილე და მიუხედავად იმისა,რომ ბარსას გულშემატკივრებს ვაკუთვნებ თავს,მისი კარგი და შედეგიანი თამაში,მაინც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.ვუყურებდი წუხელ ბავარიას და ძველი ბარსელონა მახსენდებოდა,მეტოქის მეკარის ბაქანზეც კი რომ ახერხებდნენ,კომბინაციების გათამაშებას და მეტოქეს ბურთთან შეხებაც კი უჭირდა.წუხელ ბაიერნმა გაუკეთა იგივე ბარსას და საქმით მიუთითა,რომ ძველი გზა,არ უნდა დაკარგონ.
სოსო
09:54 15-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული