საფრანგეთის მეშვიდე გუნდმა "მანჩესტერ სიტიც" გააგდო და "ბაიერნთან" ნახევარფინალი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლიონმა" "მანჩესტერ სიტის" 3:1 სძლია.

"ქალაქელებმა" თამაში ფრთხილად დაიწყო და დაისაჯა კიდეც - შუა ტაიმში კორნემ "ოლიმპიკი" დააწინაურა. "სიტიმ" ტურნირზე საჯარიმოს გარედან გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. აქედან მოყოლებული გვარდიოლას გუნდი გააქტიურდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში ფრანგული გუნდი უკან ჩადგა და თავს ორგანიზებულად იცავდა, "სიტი" კი ბევრს უტევდა და სტერლინგის კარგი პასით დე ბრუინმა ანტონი ლოპეშის კარი დალაშქრა.

ამის მერე თამაში გაიხსნა, გაბრიელ ჟეზუსმა სტერლინგის ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა, ხოლო
სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ "ლიონი" ისევ წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე სტერლინგმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი, მორიგი კონტრიერიშისას კი დემბელემ დუბლი შეასრულა და "ლიონი" 10 წლის შემდეგ ნახევარფინალში პირველად გავიდა.

საფრანგეთის ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გასული გუნდის ასეთ წარმატებას, ალბათ, მისი ერთგული ქომაგებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან

18 აგვისტო
პსჟ - ლაიპციგი

19 აგვისტო
ბაიერნი - ლიონი

- "სიტიმ" ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა მეოთხედფინალური ბარიერი.
- გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2011 წლის შემდეგ ვერ გადიან ფინალში.
- ორი ფრანგული გუნდი ერთად ნახევარფინალში პირველად გავიდა.
- 2017 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში არც ერთი ინგლისური გუნდი არ იქნება.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური, ინგლისური და იტალიური გუნდები ვერ გავიდნენ, რაც პირველად მოხდა.

ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
მანჩესტერ სიტი - ლიონი 1:3
გოლები: 0:1 კორნე (24), 1:1 დე ბრუინი (69), 1:2 დემბელე (79), 1:3 დემბელე (87)

მკითხველის კომენტარები / 22 /
Me piradad araferi gamkvirvebia, lionma menbrzoli gundi romaa iuvestan daamtkica. Ertaderti gundi romlis saxlshi casvlac ver gamovicani psj, magram jer laipcigia cin.
Milani
16 აგვისტო 2020 07:02
1
სიტის გულშემატკივარი არ ვარ, ძალიან მებრძოლი გუნდია ლიონი და დამსახურებულად არის იქ სადაც არის,მაგრამ ლიონის მეორე გოლზე ჯარიმა არ იყო?ამიტომ ვარ VAR-ის წინააღმდეგი,მაინც როგორც უნდათ ისე იყენებენ. VAR-ს გარეშე რომ არ დაედო ჯარიმა ყველა დაიწყებდა მსაჯი შეცდა და ჯარიმა არ მისცაო,ეხლა ყველაფერი გაპრავებულია. ჩემი აზრით VAR მხოლოდ თამაშგარეებს უნდა აფიქსირებდეს,რადგან უტყუარია,კომპიუტერი აჩვენებს 100% არის თუ არა თამაშგარე. დანარჩენი მსაჯმა უნდა გადაწყვიტოს,დემბელეზე თუ ჯარიმა არ იყო,მაშინ რაღა არის ჯარიმა,ბურთისკენ მოძრაობდნენ ორივე და უკნიდან გამოჰკრა ფეხი, მართალია შემთხვევით,თუმცა კონტაქტი იყო და პირისპირ დარჩა.
VAR დასახვეწია
16 აგვისტო 2020 06:09
3
სიტისი არა, მაგრამ ბარსასი უეჭველი, იმიტომ, რომ იცი ბაიერნი ლიონს უშანსოდ მოუგებს და ასე იქნებ სიტის გაეგდო. დდდდდდ
16 აგვისტო 2020 12:22
1
ლიგას იგებს ბაიერნი რაღა თქმა უნდა.
გეგი
16 აგვისტო 2020 18:41
1
მეორე გოლზე დემბელემ ფეხზე დააბიჯა მცველს და ამირომ გაიქცა ერთი-ერთზე. სად იყო ვარ - იიიი!
jumber
16 აგვისტო 2020 01:22
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული