საფრანგეთის მეშვიდე გუნდმა "მანჩესტერ სიტიც" გააგდო და "ბაიერნთან" ნახევარფინალი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლიონმა" "მანჩესტერ სიტის" 3:1 სძლია.

"ქალაქელებმა" თამაში ფრთხილად დაიწყო და დაისაჯა კიდეც - შუა ტაიმში კორნემ "ოლიმპიკი" დააწინაურა. "სიტიმ" ტურნირზე საჯარიმოს გარედან გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. აქედან მოყოლებული გვარდიოლას გუნდი გააქტიურდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში ფრანგული გუნდი უკან ჩადგა და თავს ორგანიზებულად იცავდა, "სიტი" კი ბევრს უტევდა და სტერლინგის კარგი პასით დე ბრუინმა ანტონი ლოპეშის კარი დალაშქრა.

ამის მერე თამაში გაიხსნა, გაბრიელ ჟეზუსმა სტერლინგის ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა, ხოლო
სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ "ლიონი" ისევ წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე სტერლინგმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი, მორიგი კონტრიერიშისას კი დემბელემ დუბლი შეასრულა და "ლიონი" 10 წლის შემდეგ ნახევარფინალში პირველად გავიდა.

საფრანგეთის ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გასული გუნდის ასეთ წარმატებას, ალბათ, მისი ერთგული ქომაგებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან

18 აგვისტო
პსჟ - ლაიპციგი

19 აგვისტო
ბაიერნი - ლიონი

- "სიტიმ" ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა მეოთხედფინალური ბარიერი.
- გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2011 წლის შემდეგ ვერ გადიან ფინალში.
- ორი ფრანგული გუნდი ერთად ნახევარფინალში პირველად გავიდა.
- 2017 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში არც ერთი ინგლისური გუნდი არ იქნება.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური, ინგლისური და იტალიური გუნდები ვერ გავიდნენ, რაც პირველად მოხდა.

ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
მანჩესტერ სიტი - ლიონი 1:3
გოლები: 0:1 კორნე (24), 1:1 დე ბრუინი (69), 1:2 დემბელე (79), 1:3 დემბელე (87)

მკითხველის კომენტარები / 22 /
სიტის ესეთი უნიათო თამაში გუარდიოლას ხელში სტატისტიკაში არ მოიძებნება უდაბლესი ტემპი არანაირი პრესინგი, ჟინი მონდომება ხო საერთოდ. სისტემის და შემადგენლობის ცვლა როცა საჭიროება არ ითხოვს, მოკლედ ბევრ კითხვას ბადებს რომელსაც ერთი პასუხი აქ, ბოსების მოთხოვნა მიღებულია....
Antoine
16 აგვისტო 2020 02:13
6
რა გაგამწარათ მესიმ ეგეთი და გაგიმწარათ სპორტული ცხოვრება რო ნებისმიერ სტატიაზე მესის კბენთ ერთ ადგილზე.დ.დ.
ave
16 აგვისტო 2020 02:03
1
მეორე გოლზე დემბელემ ფეხზე დააბიჯა მცველს და ამირომ გაიქცა ერთი-ერთზე. სად იყო ვარ - იიიი!
jumber
16 აგვისტო 2020 01:22
12
სპეკტაკლი,თან უნიჭოდ დადგმული.ჯერ გვარდიოლას ნათქვამი რეალთან თამაშის მერე,რომ ვერ მოვიგოთ ლიგა არაფერი დაშავდებაო.გუნდს თითქმის არ უთამაშია,არ უბრძოლია,ნება ნება,ძალიან მარტივად წააგო.სტირლინგის 5 მეტრიდან ცაში გასროლა ნამდვილი გვირგვინი იყო ამ სპეკტაკლის.ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.როგორც ჩანს ძალიან ძვირად დაუფასეს თუ დაუჯდა ის დისკვალიფიკაციის მოხსნა.ამ თამაშის შემყურე ატლეტიკო-ლაიფციგიც მეეჭვება,არადა ალალად მოუგო ლაიფციგმა.ვიცი ბევრი დისლაიქი ექნება ამ კომენტარს,მაგრამ ნახევარფინალში ორი ფრანგული გუნდის გასვლა და პლიუს 10 წლის შექმნილი ლაიფციგის,ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ძალიან არალოგიკურია.
master
16 აგვისტო 2020 01:09
31
მაგათ თავი დაანებეთ,
შენ ეს მითხარი წყაროზე რა თქვეს, წყაროზე :) :)
გივი ბერიკაშვილი
16 აგვისტო 2020 17:16
1
ჩემთვისაც ბევრ კითხვას ბადებს, საიდან იგონებთ ხოლმე ამ "დაგავარნიაკებს",ვინმე გაწვდით ასეთ ინფორმაციებს? ამას მარტო ჭაობის ბინადრები ამბობენ. ჭაობში ტოტალიზატორს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.ავადმყოფთა ბუდეს.
დავით 67
16 აგვისტო 2020 03:01
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული