"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ძლევის (3:1) შემდეგ კომენტარი "ლიონის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. გამარჯვების გვჯეროდა. ვიცოდით, ფავორიტები არ ვიყავით და ტოპ-კლუბს ვხვდებოდით.
გამარჯვება უპირველეს ყოვლისა ჩვენი ერთიანი გუნდური სიძლიერის დამსახურებაა. ყველა პარტნიორისათვის შრომობდა, შეცვლებიც ძალიან დაგვეხმარა.
დემბელე გულდაწყვეტილი იყო, რომ სასტარტოში არ დავაყენე, მე კი ვუთხარი, რომ შეცვლაზე შევიდოდა და მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. კვლავ ყველაფერი შეცვლებმა გადაწყვიტა.

ჩვენ ტაქტიკური ბრძოლა მოვიგეთ. წინ ახალი მატჩები და წინაღობები გველოდება და მათ გადალახვას შეეცდებით", - განუცხადა გარსიამ RMC Sport-ს.
ბრავო.